“8 აგვისტოს, „რესპუბლიკური პარტიის” სახელით, უსუფაშვილმა პარტიის ოფიციალური პოზიცია გამოაქვეყნა, რომ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო”

„8 აგვისტოს, „რესპუბლიკური პარტიის” სახელით, უსუფაშვილმა პარტიის ოფიციალური პოზიცია გამოაქვეყნა, რომ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა რადიო „პალიტრის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ პოზიციით „რესპუბლიკელები” პრინციპულად განსხვავდებონენ მთელი ქართული პოლიტიკური და აპოლიტიკური მეინსტრიმისგან.
„8 აგვისტოს, „რესპუბლიკური პარტიის” სახელით, დათო უსუფაშვილმა გამოაქვეყნა პარტიის ოფიციალური პოზიცია, რომ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელი და აუცილებელი იყო. ამ პოზიციით „რესპუბლიკელები” პრინციპულად განვსხვავდებოდით მთელი ქართული პოლიტიკური და აპოლიტიკური მეინსტრიმისგან, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისგან იმიტომ, რომ ჩვენ ვთქვით, რომ მოხდა ის, რისი თავიდან აცილებაც იყო შესაძლებელი”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები