გია აბაშიძე: არავინ იდარდებს არც უვიზო მიმოსვლაზე, არც მოგზაურობაზე, არც სხვადასხვა სერვისებზე და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა სიკეთეებზე, თუკი “დიფ სთეითმა” აღასრულა ვერაგული გეგმა საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებაზე, რისი საშიშროებაც არ ნელდება, ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა ევროკრატიის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამისთვის შანტაჟის, თავდასხმების და ულტიმატუმის ბერკეტების ფართო არსენალი აამოქმედეს

Warmonger-ების [პირადი გამორჩენისთვის ომის წამქეზებელი აქტორი] ერთ-ერთი ამოცანაა, თავისუფალი საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების დამხობა, რათა ჩაგვითრიონ დამანგრეველ ე.წ. “მეორე ფრონტში” ვითომდა ოკუპანტი კრემლის დასასუსტებლად, მაგრამ ქართველთა გასანადგურებლად. ამ მოღალატეობრივი გეგმისთვის კი “მეხუთე კოლონა” მზადყოფნაშია კოლექტიური “ნაცების” სახით, რომელთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთიდან ინსპირირებული ნებისმიერი შფოთი და დაპირისპირება “დიფ სთეითის” მონა-მორჩილი სახელისუფლებო სადავეების მისატაცებლად – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ახლა ქართველთა მეტი სიფხიზლის, ერთიანობის, თანადგომის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, პრაგმატულობის და იმედიანად მშვიდობიანი წინსვლაა ზეაქტუალური, რასაკვირველია, „ყვავ-ყორნების“ მოგერიებით. ერისა და ბერის ერთობით ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს.

„არავინ იდარდებს არც უვიზო მიმოსვლაზე, არც მოგზაურობაზე, არც სხვადასხვა სერვისებზე და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა სიკეთეებზე, თუკი “დიფ სთეითმა” აღასრულა ვერაგული გეგმა საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებაზე, რისი საშიშროებაც არ ნელდება. ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა ევროკრატიის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამისთვის შანტაჟის, თავდასხმების და ულტიმატუმის ბერკეტების ფართო არსენალი აამოქმედეს.
“გლობალური ომის პარტიის” ევრობლოკის განშტოების საშუალებით, მიმდინარეობს უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება. იმ ომში, სადაც, სამწუხაროდ, ეს ერი აგრესორ პუტინთან დამარცხდება, მაგრამ შეიარაღებული დაპირისპირება გახანგრძლივდება გლობალისტების შავბნელი ზრახვების როგორმე დასაკმაყოფილებლად და მეტი სისხლიანი მილიარდების მისაღებად.
Warmonger-ების [პირადი გამორჩენისთვის ომის წამქეზებელი აქტორი] ერთ-ერთი ამოცანაა, თავისუფალი საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების დამხობა, რათა ჩაგვითრიონ დამანგრეველ ე.წ. “მეორე ფრონტში” ვითომდა ოკუპანტი კრემლის დასასუსტებლად, მაგრამ ქართველთა გასანადგურებლად. ამ მოღალატეობრივი გეგმისთვის კი “მეხუთე კოლონა” მზადყოფნაშია კოლექტიური “ნაცების” სახით, რომელთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთიდან ინსპირირებული ნებისმიერი შფოთი და დაპირისპირება “დიფ სთეითის” მონა-მორჩილი სახელისუფლებო სადავეების მისატაცებლად.
ახლა ქართველთა მეტი სიფხიზლის, ერთიანობის, თანადგომის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, პრაგმატულობისა და იმედიანად მშვიდობიანი წინსვლაა ზეაქტუალური, რასაკვირველია, ‘ყვავ-ყორნების’ მოგერიებით. ერისა და ბერის ერთობით ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს!“ – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები