თურქეთში ხილის კრეფისას საქართველოს მოქალაქეს ხე დაეცა და გარდაიცვალა
თურქეთში საქართველოს 49 წლის მოქალაქე ხის დაცემის შედეგად დაიღუპა.
თურქული მედიის ინფორმაციით, კაცი თხილის შეგროვების სამუშაოებში მონაწილეობდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა, მამაკაცს ხე დაეცა და ქვეშ მოიყოლა.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. მას ექსპერტიზა უტარდება.
სტამბოლში საქართველოს საკონსულო ადგილობრივ სამართლადამცავებთან მუდმივ კავშირზეა.