გონიოში მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო (ვიდეო)

გონიოში ზღვაში კაცი დაიხრჩო. 4-ბალიანი შტორმის მიუხედავად, მამაკაცი წყალში მაინც შევიდა. მაშველებმა ცხედარი ზღვიდან უკვე ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, მიუხედავად მცდელობისა, მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსახლეობა შტორმის შესახებ გააფრთხილა. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 3-4 -ბალიანი შტორმი ფიქსირდება, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.
ვიდეო: “ტვ პირველი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები