სოფელ შილდაში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
კახეთში, სოფელ შილდაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – გარდაცვლილია შუახნის ქალბატონი. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ. არიან დაშავებულებიც.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.