ზუგდიდში ორი მუშა მიწის ნაშალის ქვეშ მოყვა
ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე ორი მუშა საკანალიზაციო ორმოს გათხრისას მიწის ნაშალში მოყვა. სამაშველო ჯგუფმა, ამ დროისთვის, ორმოდან ორივე მუშის ამოყვანა მოახერხა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.