ერევნიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა
ჩაქვში დღეს, დილით ერევნიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი უცხო ქვეყნის 1979 წელს დაბადებული მოქალაქეა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.