რუსთავში, შუა ხნის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

ცოტა ხნის წინ შუა ხნის მამაკაცმა საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადმოხტომა სცადა, თუმცა შესაბამისი უწყების დროული რეაგირების შედეგად მამაკაცმა გადმოხტომა ვერ შეძლო. ის, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფოს ჯგუფები.
ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია და მამაკაცი სახლში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები