სოფელ კოშკებში მამაკაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკებში მამაკაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ფიჩხის შესაგროვებლად იყო წასული, როდესაც ხის მოტეხილი ტოტი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები