კახეთში 22 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო
გურჯაანში, კურორტ ახტალაზე 22 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო. ხეზე ჩამოკიდებული ცხედარი ტყეში პიკნიკზე მყოფმა ახალგაზრდებმა იპოვეს. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფოტო: „სპექტრი“