სვანეთში მომხდარ ავარიას ჩინეთის მოქალაქე ემსხვერპლა
სვანეთში, ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე მომხდარ ავარიას ტურისტი ემსხვერპლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ჩინეთის 1996 წელს დაბადებული მოქალაქეა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.