ირაკლი ოქრუაშვილი: ქარელზე რომ კომენტარი გავაკეთო, ოქრუაშვილი არ უნდა ვიყო, გამოშტერებულიშვილი უნდა ვიყო
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ქარელის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილი კონკრეტულ ადამიანებს ხალვაშის ხელმოწერის გასაყალბებლად ავარჯიშებდა. მისივე თქმით, ჯობდა, ლოგიკური რაღაც დაევალებინათ ქარელისთვის.
„თენგიზ კიტოვანს გააკეთებინონ კიდევ რაიმე კომენტარი. არაადეკვატურები რომ არიან, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ჭადრაკს ვეთამაშებით და ისინი სამკარტიან “დურაკას” გვეთამაშებიან ყველას ამ წლების განმავლობაში.
აბსოლუტურად არასერიოზულები არიან. ოდნავ ლოგიკური რაღაც მაინც დაერიგებინათ. ქარელზე რომ კომენტარი გავაკეთო, ოქრუაშვილი არ უნდა ვიყო, გამოშტერებულიშვილი უნდა ვიყო“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.