მარინა ივანიშვილის გამოფენის შესახებ საჯარო საუბარი გაიმართება

25 ივლისს, 15:00 საათზე, მოქანდაკე მარინა ივანიშვილის პერსონალური გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გალერეა გიწვევთ შეხვედრაზე საგამოფენო სივრცეში.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, კურატორი და საგამოფენო ჯგუფის წევრები ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეიქმნა ექსპოზიცია სახელწოდებით –  CORPUS MARINA
„რა გელოდებათ:
1. კურატორის  საუბარი მარინა ივანიშვილის შემოქმედებაზე;
2. მინი-ლექცია ექსპოზიციის დიზაინის შექმნის პროცესზე, სადაც შევეხებით შემდეგ თემებს:
ხელოვნების ნიმუშის განთავსება სივრცეში.
ნამუშევრების თემატური დაჯგუფება და მთლიანი თხრობის შექმნა;
ცენტრალური ნამუშევრის შერჩევა – როგორ „პოულობს“ მთავარი ნამუშევარი თავის ადგილსა და როლს სივრცეში;
ხელოვანის პირადი არქივის მნიშვნელობა;
კედლის კომპოზიცია – ურთიერთქმედება ნამუშევრებს შორის“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნული გალერეა, პირველი სართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები