ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამწე დაგორდა და მის უკან მიმავალ 8 მანქანას დაეჯახა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის დროს, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 დაშავდა. დაშავებულები „რუსთავის“ სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.