მდინარე ღორჯომისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ღორჯომისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
„სამუშაოებს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 795 000 ლარია გამოყოფილი, ტენდერით გამოვლენილი კომპანია ამხანაგობა „კაპიტელი +“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია. სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრი სამუშაოები მეწყერსაშიშ ზონებში პრევენცციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება“, – აცხადებენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები