ანანურის ციხე-კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ანანურის ციხე-კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში: დაიგება ასფალტის საფარი; ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსდება; დამონტაჟდება გარე განათება; კეთილმოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და მოეწყობა პარკირების სივრცე.
„პროექტის განხორციელებით მოუწესრიგებელი გარე ვაჭრობის მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრება და ანანური ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად იქცევა;
პროექტის ღირებულება 673 945 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით“,- აცხადებენ ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები