ლევან დავითაშვილი წყლის კვლევის ჩეხური კომპანია WATRAD-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ქალაქ ჭიათურაში, ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი წყლის კვლევის ჩეხური კომპანია   WATRAD-ის  გენერალურ დირექტორს, მიხალ ვანიჩეკს შეხვდა.
„წყლის კვლევა ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ახალი პროექტი, რომელსაც ჩეხურ მხარესა და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განვახორციელებთ, გულისხმობს ქალაქ ჭიათურაში სისტემური კვლევების ჩატარებას, რაც ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პროექტი დაფინანსებულია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. პროექტის ფარგლებში, ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის პარალელურად, გათვალისწინებულია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების გაცემა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე – ნინო თანდილაშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი – ანდრო ასლანიშვილი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები