ხულოში მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშაყმაძეებში, მეჩეთის მიმდებარედ და საზოგადოებრივი სარგებლობის სასაფლაოებთან ფერდსამაგრი სამუშაოები განხორციელდა.
„პროექტის ფარგლებში მოეწყო 105 მ. სიგრძის საყრდენი კედელი. სამუშაოებს მერიის დაფინანსებით შპს ,,მათე 555″ აწარმოებდა, რომლის ჯამური ღირებულება 39 928 ლარია. ფერდსამაგრი სამუშაოები მუნიციპალიტეტში მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები