რუისთან მომხდარ ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის რუისის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც, რომლებიც სამედიცინო დახმარების ცენტრებში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ავტომობილი, რომელშიც 8 ადამიანი იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არ არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.