ზესტაფონელ ზინა ხიდაშელს მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 100 წლის იუბილე მიულოცეს

ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ 100 წლის ქალბატონს იუბილე მიულოცეს.

როგორც “კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პირველ სვირში მცხოვრებ ზინა ხიდაშელს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ოჯახში ესტუმრნენ. მათივე ინფორმაციით, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მერიის სახელით, უხუცეს ქალბატონს პირად ანგარიშზე 300 ლარი დაერიცხება.

ზინა ხიდაშელს 3 შვილი, 4 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი ჰყავს. იგი პირველის სვირის საბავშვო ბაღში 45 წელი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მან ბევრი მილოცვა მიიღო და სტუმრებსაც თავად გაუმასპინძლდა.

„ქალბატონმა ზინამ გულთბილად მიგვიღო და გვიმასპინძლა. სასიამოვნოა, რომ ჩვენ დღეს მას 100 წლის იუბილე მივულოცეთ, იგი საკმაოდ ჭარმაგად გამოიყურება. მუნიციპალიტეტის ამბებიც მოიკითხა და საკუთარი სურვილებიც გაგვანდო. ჩვენ შევეცადეთ, გაგველამაზებინა ეს დღე მისთვის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით, მცირედი საჩუქარი გაგვეკეთებინა“, – განაცხადა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები