მცხეთაში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა ამობრუნდა

მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა გზის სავალ ნაწილზე ამობრუნდა.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი სამართალდამცავების მოთხოვნას არ ემორჩილებოდა, როცა ისინი მის დაჯარიმებას ცდილობდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა და მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული დანაშაული 1000-დან 4000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები