ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასა და „ღია სივრცე კავკასიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასა და „ღია სივრცე კავკასიას“ შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოგსაძემ და “ღია სივრცე კავკასიის” თავმჯდომარემ, მარიამ ლოლაშვილმა მოაწერეს. აღნიშნული მემორანდუმი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებას, ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას; -დონორთა/ინვესტორთა მოძიებას, მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის; -მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები პირების/სამსახურის წარმომადგენლების გაძლიერებას, ეფექტური საქმიანობისათვის (მათ შორის ტრენინგების/სემინარების/კონსულტაციების ჩატარების გზით); ისახავს მიზნად.
მემორანდუმის გაფორმებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები