შალვა კერესელიძე მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში ფერმერებს შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში ფერმერებს შეხვდა.
მხარის რწმუნებულმა სოფელ პატარა ქანდაში წყლისა და ლიმონათის მშენებარე საწარმო მოინახულა, ასევე, 80 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული კაკლის ბაღები სოფელ მუხრანში, სასათბურე, საკალმახე, საფუტკრე და სასაქონლე მეურნეობები დაბა თიანეთში, სოფელ ბაზალეთსა და სოფელ მჭადიჯვარში.
კერძო მეწარმეების ნაწილმა ფერმერული მეურნეობები სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით – პროგრამების „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აგროსესხი“ „აწარმოე საქართველოში“ და USAID ფარგლებში გააფართოვა.
შალვა კერესელიძე  დაბა თიანეთში, ასევე, ესტუმრა რძის პროდუქტების მწარმოებელ კოოპერატივს – „ყვარის მთა“ და ხილის გადამამუშავებელ კოოპერატივს – „თიანეთის ნობათი“ და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. ორივე საწარმოში, ჯამურად, 32 მეპაიეა გაერთიანებული.
„მისასალმებელია ჩვენი ფერმერების ძალისხმევა, აწარმოონ საკუთარი მეურნეობები. მათი საქმიანობის წარმატება ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადამიანს რეგიონში, შემოსავლების ზრდასა და სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო გაძლიერებას. სახელმწიფო, თავის მხრივ, აქტიურად მუშაობს, რათა მოქალაქეებს ფერმერული მეურნეობის განვითარებაში ხელი შეუწყოს“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები