დავით შერაზადიშვილი სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალ შემადგენლობას შეხვდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალ შემადგენლობას შეხვდა.
საბჭოს ახალ შემადგენლობაში გაერთიანდნენ სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები, რომლებიც მერს პროექტებს, ინიციატივებს, რეკომენდაციებს წარუდგენენ და მუნიციპალიტეტის მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან.
დავით შერაზადიშვილმა საბჭოს სრული ნდობა გამოუცხადა და წარმატებული თანამშომლობის იმედი გამოთქვა.
შეხვედრაზე აირჩიეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე – შოთა რეხვიაშვილი. ასევე, წევრებმა მერთან ერთად მომავალი სამუშაო გეგმის დეტალებიც განიხილეს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მუშაობას 2015 წლის ადგილობრივი თვითმართველობის ცვლილებების საფუძველზე ახორციელებს და მერის სათათბირო ორგანოს წარმოაგდენს. მისი მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეების აქტიური ჩართულობაა.
„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ახალი შემადგენლობით პირველად შეიკრიბა. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი ამ მნიშვნელოვანი რგოლის საშუალებით მისი საქმიანობას მეტად გამჭვირვალესა და პლურალისტურს ხდის. ჩემი მხრიდან საბჭოს ახალ წევრებს სრული ლეგიტიმაცია აქვთ და ვიმედოვნებ, რომ მათი რეკომენდაციები და წინადადებები დაეხმარება მუნიციპალიტეტს განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევაში. ვფიქრობ, ერთად მუშაობით მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს წარმატებით გავუმკლავდებით“ , – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.