სხალთის, ფუშრუკაულის, ხიხაძირისა და თხილვანის თემებში შეხვედრები გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ ბერიძის ინიციატივით, მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყო.
ვახტანგ ბერიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძესთან ერთად სხალთის, ფუშრუკაულის, ხიხაძირისა და თხილვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ხელმძღვანელმა პირებმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, შეხვედრები თხილვანის, ხიხაძირის, ფუშრუკაულის, ვერნების, კვატიის, წაბლიანის, წაბლანის, ფაჩხის, ძმაგულისა და ყინჩაურის მოსახლეობასთან გამართეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან სოფლებში არსებულ პრობლემებზე და მათი ერთობლივად გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ, ვახტანგ ბერიძის ინიციატივით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მოსახლეობასთან ყოველ ოთხშაბათს იმართება.