ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფელ სავანეთისა და ტალავერის ფერმერებს შეხვდნენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ექსპლუატაციის დირექტორი გიორგი ხუბუა სოფელ სავანეთისა და ტალავერის ფერმერებს შეხვდნენ.
ზაფხულის სეზონზე მოსახლეობის წინაშე სარწყავი წყლის პრობლემა მწვავედ დგას. ვითარებას ადგილზე გასაცნობად და ფერმერებთან შესახვედრად დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ფერმერებთან შესახვედრას შპს „საქართველოს მელიორაციის“ ექსპლუატაციის დირექტორი გიორგი ხუბუა და კომპანიის ადგილობრივი სერვისცენტრის ხელმძღვანელი გენადი გაბიძაშვილიც ესწრებოდნენ.
მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მაქსიმალურად მოხდება ყველა რესურსის მობილიზება, რათა მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი ნაკვეთების მორწყვა. აქვე დაიდო პირობა, რომ მოსახლეობა სამი დღის მანძილზე უწყვეტად ისარგებლებს სარწყავი წყლით.