უკრაინაში ავარიას ორი ქართველი ემსხვერპლა (ფოტო, +18)

უკრაინაში, ნიკოლაევსკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს 2 მოქალაქე ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი ზუგდიდის, მეორე კი ჩხოროწყუს მცხოვრებია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნისანის ფირმის ავტომობილი ოდესიდან ნიკოლაევის მიმართულებით მიდიოდა.
თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა, რომელსაც პოლონეთის სახელმწიფო ნომრები ჰქონდა, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.
როგორც ირკვევა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ​ბეტონის სქელ კედელს შეეჯახა. მაღალი სისწრაფის გამო, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანქანა მთლიანად დაიშალა.
როგორც “კვირას” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, გარდაცვლილებს საქართველოში უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ.
ამასთან, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის ნომრებით, ნაცრისფერი ნისანის ფირმის ავტომობილი ოდესაში ქვეითს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოდესის პოლიციამ მანქანაზე ძებნა გამოაცხადა. მედიის ვარაუდით, ეს სწორედ ის მანქანაა, რომელსაც ოდესის პოლიცია ეძებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები