მარნეულში დედამ, შემთხვევით, შვილი დაჭრა
მარნეულში დედამ შვილი შემთხვევით დაჭრა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დედამ შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბავშვი წაიქცა და მაკრატლით, რომელიც ხელში ეჭირა, დაზიანება მიიღო.
ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.