სენაკში, მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო
უბედური შემთხვევა სენაკში. მაშველებმა დღეს დილით მდინარე ცივიდან ორი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. „კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილები მამა და შვილი არიან.
როგორც „კვირას“ შს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედრების ამოყვანაში სამი მყვინთავი და სამი მაშველი მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის გულისხმობს.