ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭო ქალთა მე-5 პენიტენციალურ დაწესებულებას სტუმრობდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ორგანიზებით, ქალთა მე-5 პენიტენციალურ დაწესებულებაში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის თანამშრომლების მონაწილეობით, მუსიკალურ-შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელსაც პატიმრებთან ერთად პენიტენციალური დაწესებულების ხელმძღვანელი და თანამშრომლებიც დაესწრნენ.
გენდერული საბჭოს წევრებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად წიგნები გადასცეს, ასევე, საჩუქრები გადაეცათ საპატიმროში დედასთან ერთად მცხოვრებ ბავშვებს.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში გენდერულ საბჭოს მხარდაჭერა მამა ლაშა-გიორგი ჯულუხაძემ გაუწია .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები