აფრიკაში ქართველი სამხედროების ანაზღაურება ავღანეთში მყოფთა ხელფასების ტოლფასი იქნება

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შრომითი ანაზღაურება ავღანეთში მყოფთა ხელფასების იდენტური იქნება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” ბრძანებაში ცვლილებები განახორციელა. ბრძანების მიხედვით, ცენტრალური აფრიკის კონტინგენტის ანაზღაურება განისაზღვრა და ის ზუსტად იმ ოდენობისაა, რაც ავღანეთში წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ. წოდებების მიხედვით, შრომითი ანაზღაურება შემდეგი ოდენობით დამტკიცდა: – პოლკოვნიკი – 1 770 აშშ დოლარი; ვიცე-პოლკოვნიკი – 1 570 აშშ დოლარი; მაიორი – 1 370 აშშ დოლარი; კაპიტანი – 1 190 აშშ დოლარი; უფროსი ლეიტენანტი – 1 090 აშშ დოლარი; ლეიტენენტი – 1 070 აშშ დოლარი; მთავარი სერჟანტი – 1 000 აშშ დოლარი; მასტერ სერჟანტი – 950 აშშ დოლარი; უფროსი სერჟანტი – 890 აშშ დოლარი; სერჟანტი – 860 აშშ დოლარი; უმცროსი სერჟანტი – 830 აშშ დოლარი; კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი – 800 აშშ დოლარი; პირველი კლასის რიგითი – 770 აშშ დოლარი; რიგითი – 150 აშშ დოლარი; სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი – 1 200 აშშ დოლარი. შეგახსენებთ, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის მანდატით, საქართველოდან შეიარაღებული ძალების ასეული გაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები