კობახიძე ხორავას ქუჩის საქმეზე: დამატებით შეგვიძლია, მოვიკითხოთ, რა ეტაპზეა შესაძლო გადაცდომაზე გამოძიება

“დამატებით შეგვიძლია, მოვიკითხოთ, რა ეტაპზეა შესაძლო გადაცდომაზე გამოძიება” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ გარკვეული საეჭვო გარემოებები იყო, ბადებდა კითხვის ნიშნებს.
“როდესაც დაასრულა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა, უმრავლესობამ მივიღეთ დადგენილება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ, თუ იკვეთებოდა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით, სათანადო გამოძიება ეწარმოებინათ. ეს რეკომენდაცია კვლავ ძალაშია! ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ზედამხედველობაზე და, რა თქმა უნდა, დამატებით შეგვიძლია, მოვიკითხოთ, რა ეტაპზეა შესაძლო გადაცდომაზე გამოძიება. ამის საფუძველზე შესაძლოა, გამოკვეთოს პასუხისმგებლობა. ის, რომ გარკვეული საეჭვო გარემოებები იყო, ბადებდა კითხვის ნიშნებს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები