ადვოკატი: კალანდია ქალაქის დატოვებას არ აპირებდა, ის სასამართლოში მიდიოდა, როდესაც დააკავეს
დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობაში ბრალდებულის ადვოკატის, ანი კოტეტიშვილის განცხადებით, მიხეილ კალანდია სასამართლოში მიდიოდა, რათა მოწმის სტატუსით დაეკითხათ, მისი დაკავება კი სწორედ ამ დროს, გზაში მოხდა.
ადვოკატი დეტალურად საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, შემდეგ ისაუბრებს. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, რა ახალი გარემოებები იკვეთება საქმეში.
„ბრალის ფორმულირება ამ წუთებში ჩემთვის უცნობია, ხოლო რაც შეეხება პოზიციას – ჩვენ როცა გავეცნობით ბრალს, ამის შემდეგ ვისაუბრებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, შს სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დააკავეს.