სავარაუდოდ, მ.კ-ს დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

შს სამინისტროში 12:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.
„კვირას“ ინფორმაციით, ბრიფინგი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, დღეს დილით სამართალდამცველებმა დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით N 1 ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე და მკვლელობის “საქმის” მთავარი მოწმე მ.კ. დააკავეს.

მ.კ. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის მეუღლის დისშვილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები