“ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს”

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტოლოგი გია აბაშიძე ეხმაურება.
აბაშიძე შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. აცხადებს, რომ ბრძოლა გრძელდება და სამართალი ნაწილობრივ აღდგა. სამწუხაროდ, სიმართლის დადგენა, სამართლიანობის აღდგენა საკმაოდ ნელა ხდება ჩვენში. ასევე, ყოველთვის უმნიშვნელოვანესია პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და კანონის შესაბამისად დასჯა. პოლიტიკური სპეკულაციების გაქარწყლება კი სამართლიანობის დროულ დადგენა-აღდგენასა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობაზეა დამოკიდებული”, – წერს გია აბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გ.ბ-ს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები