ლარი კვლავ გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8023 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7997 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს – მისი კურსი 3.1209 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1236 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.