მიხეილ სააკაშვილი: დავით გარეჯთან ორივე მხარეს უნდა მოეწყოს დროებითი გამშვები პუნქტი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დავით გარეჯთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, ორივე მხარეს უნდა მოეწყოს დროებითი გამშვები პუნქტი.
სააკაშვილი განმარტავს, რომ 2012 წელს ხელისუფლებას ტერიტორიების გაცვლის თაობაზე ხელშეკრულება ჰქონდა მომზადებული, რომელიც ამ საკითხს გადაწყვეტდა.
„დავით გარეჯი არის უმნიშვნელოვანესი ქართული, ისტორიული ხუროთმოძღვრული, კულტურული და რელიგიური ძეგლი, ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედი სამონასტრო კომპლექსი და საქართველოსთვის, თითოეული ქართველისთვის, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. აზერბაიჯანს აქვს ლეგიტიმური მოთხოვნა და აწუხებს, რომ, თუ საზღვარი არის გაუკონტროლებელი, პრაქტიკულად, ხვრელი რჩება, საიდანაც შეიძლება არა მხოლოდ სამონასტრო კომპლექსი, არამედ, ზოგადად, უკონტროლო გადაადგილება ხალხისა, რაც ყველა ქვეყანაში აწუხებთ. ჩვენ 2012 წელს, პრაქტიკულად, უკვე გვქონდა მომზადებული ხელშეკრულება ტერიტორიების გაცვლის თაობაზე, რომელიც ამ საკითხს წყვეტდა. ვიდრე ასეთი ხელშეკრულება ხელახლა გაფორმდება ან მომზადდება, ვთავაზობ ორივე მხარეს გარდამავალ გადაწყვეტილებას, რათა მოიხსნას საზღვრის საკითხები. ორივე მხარეს უნდა ამოქმედდეს დროებითი გამშვები პუნქტი საქართველოს მესაზღვრეებისა და აზერბაიჯანის მესაზღვრეებისა, რათა განხორციელდეს დაუბრკოლებელი გადაადგილება ამ პუნქტებზე ორი ქვეყნის მოქალაქეების“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები