ზურაბ ჭიაბერაშვილი: ანაკლიის და მათ შორის ფოთის პორტთან დაკავშირებული საკითხები მთელი მთავრობის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს

„ევროპული საქართველოს” წევრი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფოთის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ანაკლიის პორტში მიმდინარე საკითხები, მათ შორის ფოთის პორტთან დაკავშრებული არამხოლოდ ეკონომიკის მინისტრის, არამედ მთელი მთავრობის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.
„ჯოხის გადატეხა ეკონომიკის სამინისტროს რომელიღაც სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე კიდევ უფრო აღმაშფოთებელია. პრაქტიკულად, ანაკლიის პორტი, იქ მიმდინარე საკითხები, მათ შორის ფოთის პორტთან დაკავშირებული, არამხოლოდ ეკონომიკის მინისტრის, არამედ მთელი მთავრობის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. რასაც დღეს ამბობენ, რომ თურმე, ქვედა დონის ბიუროკრატი გასცემს რაღაცა ნებართვას, რაც მთავრობამ არ იცოდა, ეს კიდევ უფრო მძიმე სურათს იძლევა და არწმუნებს ქვეყნის შიგნით და გარეთ ინვესტორებს, რომ ამ ქვეყანაში არ ღირს არაფრის კეთება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ცნობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც მან აღნიშნა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული დოკუმენტი გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები