ადვოკატი პოლოზოვი: სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ შესაძლოა, სამართლებრივი დევნა ემუქრებოდეს

“უკრაინაში ჩამოსვლის შემდეგ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხელ სააკაშვილს, რომელსაც 28 მაისს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნდა, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრებოდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ნიკოლაი პოლოზოვი ავრცელებს.
ადვოკატის თქმის, უკვე იყო მცდელობა სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრისა, რაც საზღვრის უკანონო კვეთას უკავშირდებოდა.
“ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება აუცილებელია. სავსებით შესაძლებელია, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. არ ვიცი, არსებობს თუ არა კიდევ ეს საქმე, თუ უკვე დახურეს”, – აცხადებს ადვოკატი.
​სამართლებრივი კუთხით, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილება სავსებით ერგება მის უფლებამოსილებას.
“რაც შეეხება იურიდიულ ნიუანსებს – საეჭვოა, რომ აქ რაიმე ისეთი იმალებოდეს, რაც პოლიტიკური მოტივებით იქნებოდა განპირობებული, კერძოდ კი – სააკაშვილისა და პოროშენკოს ურთიერთობებით. აი, აქ კი ძალიან საინტერესო რამ მოხდება, მით უმეტეს, რომ რადას ვადამდელი არჩევნები მალე იქნება”, – განმარტა პოლოზოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები