ვაჟა ჯაფოშვილი დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯის თანამშრომლებს შეხვდება

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ვაჟა ჯაფოშვილი მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ შეხვედრას გამართავს.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა ხვალ, 29 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ვაჟა ჯაფოშვილი მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის თანამშრომლებს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები