ბეისბოლში აშშ-საქართველოს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

   ამერიკელ საზღვაო ქვეითებსა და საქართველოს ბეისბოლის ეროვნულ ნაკრებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თამაში ავღანეთში, ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაშავებული ქართველი მეომრების მხარდაჭერის მიზნით ჩატარდა. მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 21:3. მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი, ასევე ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. ამხანაგური მატჩი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები