თავდაცვის აკადემიას დაარსებიდან 21 წელი შეუსრულდა
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას დაარსებიდან 21 წელი შეუსრულდა. საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებმა სპექტაკლი „სამშობლოს გმირები სჭირდება“ წარმოადგინეს. მათ დადგმა 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას მიუძღვნეს. ცენტრში იუნკერების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენაც მოეწყო.