მალხაზ მაჩალიკაშვილი: მოვითხოვ, მაგისტრ მოსამართლესთან ერთად დამკითხონ
„თუ კანონით არის ჩემთვის გათვალისწინებული, მოვითხოვ, დამკითხონ მაგისტრ მოსამართლესთან ერთად“, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, მაჩალიკაშვილი განმარტავს, რომ იგი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას გეგმავს.
„დღეს ვგეგმავ 15:00 საათზე ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას. მომიწევს იმ ადამიანებთან შეხვედრა, ისევ და ისევ, რომლებიც პირდაპირ არიან თემირლანის სისხლში ხელებგასვრილნი. თუ იქნება შესაძლებლობა, თუ არის ჩემთვის ეს გათვალისწინებული კანონით, მოვითხოვ, დამკითხონ მაგისტრ მოსამართლესთან ერთად“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
კითხვაზე, შეიძლება, თუ არა, დღეს დააკავონ, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მას არაფერი დაუშავებია.
„არ შეიძლება. მე სრულებით არაფერი დამიშავებია. ჩემი დანაშაული ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ვეუბნები, თქვენ ხართ ტერორისტები და მკვლელები, ეს არის ჩემი დანაშაული“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.