სოსო გოგაშვილი მაჩალიკაშვილზე: სავარაუდოდ, მან იცოდა, როგორ გადავაადგილდებოდი

“სავარაუდოდ, მან იცოდა, როგორ გადავაადგილდებოდი და, ალბათ, მიიჩნია, რომ ჩემი განადგურება სხვაგან შეუძლებელი იყო”, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს.
“სავარაუდოდ, მან იცოდა, როგორ გადავაადგილდებოდი და, ალბათ, მიიჩნია, რომ ჩემი განადგურება სხვაგან შეუძლებელი იყო, რადგან სულ მეგობრებთან ერთად ვმოძრაობ და გახსნილი ცხოვრების სტილით არ ვცხოვრობ – რესტორნებში, ბარებში, საჯარო ადგილებში არ დავდივარ. სამსახურმა რაღაცნაირად ჩამკეტა და მისი შეცვლის შემდეგაც ვაგრძელებ ასე ცხოვრებას. აქედან გამომდინარე, მიიჩნია, ალბათ, რომ იქ უნდა გაეკეთებინა ეს და თან ეს რაღაცნაირი აქტი იქნებოდა – სასაფლაოზე მასობრივ მკვლელობას მოაწყობდა, თუ რას იზამდა, არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხონ. იქ იმიტომ დაგეგმა, ალბათ, რომ ყველაზე მოწყვლადი ადგილი იქნებოდა სასაფლაო, რადგან იქ გავდივართ მთელი სანათესაო. დღეს ტერორისტებს ახალი სტილი აქვთ, თავს აღარ იფეთქებენ, ისინი ავტომატური იარაღით ანადგურებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ასე ჩადიან მასობრივ მკვლელობებს. ჩემი ვარაუდით, ისინიც ასე აპირებდნენ. შესაძლოა, აფეთქებასაც გეგმავდნენ”, – აცხადებს გოგაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები