სოსო გოგაშვილი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე: მინდა, პროკურატურას მივმართო და ვუთხრა, რომ დამკითხონ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი პროკურატურას მიმართავს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაკითხონ.
გოგაშვილის მტკიცებით, თავად არც პანკისში ყოფილა და არც სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა.
“ეს ლიკვიდაცია არ ყოფილა. აყვანის პერიოდში მოხდა დაჭრა. ამ ჭრილობის შედეგად, რომელიც აღმოჩნდა სასიკვდილო, ფატალური შედეგი დადგა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს და იმედი მაქვს, მალე დამთავრდება. დაკითხულია ბევრი ადამიანი. თქვენი კითხვით ვისარგებლებ, მინდა, პროკურატურას მივმართო და ვუთხრა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მსურს, რომ დამკითხონ – დამკითხონ, ვიყავი თუ არა ჩასული პანკისის ხეობაში. იმ დროს თბილისში ვიყავი ისევე როგორც, ყველა ხელმძღვანელი. ჩემთან ერთად იყვნენ სტუმრები. ამის დადგენა მარტივად შეიძლება, მათ შორის, სატელეფონო ანძებითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით. ასევე გამოსაკითხია გამომძიებლები, დაკავების ჯგუფი, მე ვხელმძღვანელობდი თუ არა ამ ღონისძიებას”, – განაცხადა გოგაშვილმა.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები