პუტინი 9 მაისს საქართველოსა და უკრაინის მხოლოდ მოსახლეობას ულოცავს და არა ლიდერებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერებსა და მოსახლეობას სამამულო ომის დასრულების 74 წლისთავი მიულოცა.
როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვლადიმირ პუტინმა 9 მაისის მისალოცი წერილი გაუგზავნა სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ბელარუსის, უზბეკეთის სახელმწიფოს მეთაურებს.
პუტინის წერილს მიიღებენ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების ე.წ. პრეზიდენტებიც.
“ჩვენ პატივს ვცემთ გმირებს, რომლებიც მამაცად იბრძოდნენ დამპყრობლებთან ბრძოლის ველზე. ჩვენი საერთო მოვალეობაა, გვახსოვდეს მათი გმირობა და უდიდესი მსხვერპლი, პატივი ვცეთ და ვიზრუნოთ ვეტერანებზე”, – აღნიშნულია წერილში.
როგორც ირკვევა, რუსეთის პრეზიდენტის მილოცვა საქართველოსა და უკრაინას მხოლოდ მოსახლეობას ეხება და არა ლიდერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები