ლადო კახაძე: მაჟორიტარი უნდა იყოს ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი, ლადო კახაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან კომუნიკაციას აგრძელებს.
მმართველი გუნდის კანდიდატი, ამჯერად, ვერის მოსახლეობას მელიქიშვილის გამზირზე შეხვდა.
“მაჟორიტარი უნდა იყოს ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. ჩემი კარი იქნება მუდამ ღია თქვენთვის. ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი პრობლემა უნდა მოიტანოთ ჩემამდე, რომ შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მიიღება ქვეყნისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებები, დავაინიცირო ეს საკითხები. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ მივხედოთ ავარიულ შენობა-ნაგებობებს. პირდაპირი და ყოველდღიური კომუნიკაცია მექნება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ვიქნები გარანტი იმისა, რომ უმოკლეს დროში დავიწყებთ ამ საკითხის მოგვარებას”, – განაცხადა ლადო კახაძემ.