მიხეილ დარჩიაშვილი ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე, ღია უნივერსიტეტის რექტორი ნოდარ პაპუკაშვილი და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები ეროვნულ თავდაცვის აკადემიას სტუმრობდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და ღია უნივერსიტეტის ხელშეწყობით განხორციელდა.
მიხეილმა დარჩიაშვილმა აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებსა და ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა თემაზე „თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების როლი საქართველოს ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე და სამშვიდობო ოპერაციები“. ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხს დაეთმო, იუნკერებმა ბატონ მიხეილს კითხვები დაუსვეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ლექციის ბოლოს, ღია უნივერსიტეტის სტუდენტებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები