გიორგი გოგლიჩიძე : მინდა ჩემი გაკეთებული საქმეებით დავიმსახურო თქვენი პატივისცემა

ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წყალსადენის უბნის მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მერად არჩევის შემთხვევაში, მათ მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარებას დაპპირდა.
“მიმდებარე კორპუსების მოსახლეობას სრულიად სამართლიანი მოთხოვნები აქვს. ეს შეეხება სტადიონს, რომლის პროექტიც უკვე მზად არის და სამუშოებიც მალე დაიწყება. ასევე აქ არის პრობლემა ერთ-ერთ მეზობელთან, რომელსაც მეურნეობა აქვს, რაც ანტისანიატარიას ქმნის. საკითხს ჩვენ შევისწავლით და ერთობლივად მოვაგვარებთ. ასევე აწუხებთ უზედამხედველო პირუტყვიც, რაც ასევე მისახედია.მინდა ჩემი გაკეთებული საქმეებით დავიმსახურო თქვენი პატივისცემა”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები