არჩილ თალაკვაძე : გეგა შენგელიას ოპონენტისთვის ზუგდიდი პოლიტიკური დესტაბილიზაციის ერთ-ერთი პუნქტია

“გიორგი შენგელიას სამომავლო გეგმები ზუგდიდს უკავშირდება, ეს არის ძირითადი განსხვავება მასსა და მის ოპონენტს შორის. მათი გეგმა საერთო პოლიტიკური დესტაბილიზაციის ნაწილია და ზუგდიდი ერთ-ერთი პუნქტია, რისი გამოყენებაც სურთ არჩევნების შემდეგ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე დღეს ზუგდიდში მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფებოდა, მან მოქალაქეებს შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“ჩემს ზუგდიდელებს მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ წესიერ, მოტივირებულ, განათლებულ ახალგაზრდა კაცს – გიორგი შენგელიას, მან კომფორტული სამსახური დათმო და გადადის ბევრად უფრო საპასუხისმგებლო, რთულ საქმეში – პოლიტიკაში”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდს ბიუჯეტიდან საკმარისი დაფინანსება ექნება.
“ზუგდიდში ამბიციური გეგმები გვაქვს. მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილი უკვე დაწყებულია და ნაწილი უახლოეს მომავალში დაიწყება . ზუგდიდს ექნება საკმარისი დაფინანსება, რომ თითოეულ მოქალაქესთან მიაღწიოს ამ წინსვლამ და პროგრესმა”,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები